შავი ზღვის დახმარების მექანიზმი მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს პრაქტიკულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის მიზნების მიღწევაში. შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგი (CMA) არის ინიციატივა, რომელიც ზრდის რეგიონულ თანამშრომლობას შავ ზღვაში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განსავითარებლად.
CMA აღიარებს კოორდინირებული მიდგომის აუცილებლობას საერთო საზღვაო და ლურჯი ეკონომიკის გამოწვევების გადასაჭრელად. ეს არის პირველი მსგავსი ინიციატივა რეგიონში, რომელიც ეყრდნობა ე.წ. bottom-up მიდგომას და ინიციირებულია შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიერ. ინიციატივას მხარს უჭერს ევროკომისია.
CMA შავი ზღვისთვის არის უნიკალური თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც აძლიერებს რეგიონულ დიალოგს მონაწილე ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, რათა ერთობლივად გადაიჭრას ლურჯი ეკონომიკის სექტორების გამოწვევები, უზრუნველყოს გარემოს მდგრადობა და ხელს შეუწყოს ლურჯი ეკონომიკის პროექტების იმპლემენტაციას.
მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://black-sea-maritime-agenda.ec.europa.eu/
პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ