ტურიზმის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს ტურიზმის სფეროსთვის მიძღვნილ
B2B და B2C ღონისძიებას, რომელიც აერთიანებთ ინდუსტრიის წარმომადგენლებს
საჯარო, კერძო და სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიდან პოტენციური გამოწვევების და
სამომავლო პერსპექტივების განხილვის მიზნით. ღონისძიება არის ძალიან
მნიშვნელოვანი პლატფორმა ტურიზმით დაინტერესებული მხარეებისთვის
დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან,
გაეცნონ ახალ ტურისტულ პროდუქტებს თუ სერვისებს და გაიაზრონ ტურიზმის
განვითარების მომავალი.
სამიტის ფორმატი:
სამიტი აერთიანებს ცალკეული სპიკერების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს და
ბიზნეს გამოფენას, რაც იდეების გაცვლისთვის, საჭირო კავშირების დამყარებისთვის
და შესაბამის პროდუქტებთან/სერვისებისთან ზიარებისთვის მნიშვნელოვან
წინაპირობას ქმნის.
ტურისტერის სამომავლო გეგმები:
2030 წლისთვის ტურისტერი მოიზიდავს 3000-მდე დელეგატს, რომლებსაც ექნებათ
შესაძლებლობა მოუსმინონ 20-მდე უმაღლესი დონის მენეჯერს საერთაშორისო
კომპანიებიდან. სამიტი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული შეკრება
არამხოლოდ საქართველოში, ასევე რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ახლო
აღმოსავლეთი).
ჩვენი წინა ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ
ბმულს: https://festival.tourister.ge/en/
თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის ან სამიტთან დაკავშირებული ნებისმიერი
კითხვისთვის, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე mamuka@tourisminstitute.ge