კვლევის მიზანი არის აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმისა და ქობულეთის
მუნიციპალიტეტებში, ტურისტული მოსაკრებლის დაწესების მიზანშეწონილობის
შესწავლა. კვლევის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად გამოყენებული იქნა როგორც
რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები. კერძოდ, ა) ქობულეთსა და
ბათუმში 368 განთავსების ობიექტის წარმომადგენელი გამოიკითხა პირისპირ
მეთოდით; ბ) ჩატარდა 5 ფოკუს ჯგუფი; და გ) 3 სიღრმისეული პირისპირ ინტერვიუ
შესაბამის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან. მთლიანი შერჩევის
ცდომილება შეადგენს 2.2%-ს 95%-იანი სანდოობის დონეზე. აგრეთვე, მიღებული
შედეგები რეპრეზენტატულია ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების
მიხედვით (3%-იანი ცდომილება).
კვლევის მოკლე რეზიუმე:
ბათუმის და ქობულეთის განთავსების ობიექტების 52% პოზიტიურად არის
განწყობილი მოსაკრებლის შემოღების საკითხთან მიმართებაში.
ტურისტული მოსაკრებლის დაწესების კუთხით კერძო სექტორში არსებული
ძირითადი გამოწვევები შემდეგია: ა) ტურისტული მოსაკრებლის შესახებ მწირი
ინფორმაცია; ბ) ტურისტული მოსაკრებლის გადახდის მზაობის ნაკლებობა/არქონა
როგორც ვიზიტორებში, ისე განთავსების ობიექტების წარმომადგენლებში; გ)
განთავსების ობიექტების ადამიანური და ფინანსური დანახარჯის ზრდა ; დ)
ტურიზმის მოსაკრებლის შედეგად აკუმულირებული ბიუჯეტის მიზანშეწონილი
ხარჯვა მუნიციპალიტეტების მიერ; ე) ტურიზმის მოსაკრებლის ელექტრონული
ადმინისტრირება.
დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციები: ა) შეიქმნას მუნიციპალიტეტთან
არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება კერძო სექტორის
წარმომადგენლებისგან და გასცემს რეკომენდაციებს მოსაკრებლისგან
გენერირებული თანხების გახარჯვისა; ბ) განისაზღვრა 5 მთავარი მიმართულება,
რომელთა დასაძლევადაც უნდა დაიხარჯოს აღნიშნული ბიუჯეტი; გ) განისაზღვრა
უცხოელი ტურისტისთვის დასაწესებელი მოსაკრებლის მინიმალური ოდენობა.
კვლევა დაფინანსებული USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ