პროექტი ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის ეხმარება ადგილობრივ დაინტერესებულ
მხარეებს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტორიდან მიიღონ სიღრმისეული
ინფორმაცია მიმდინარე ტენდენციების და ტურისტული ნაკადების შესახებ,
წინასწარ გაიაზრონ ტურიზმის სამომავლო ზემოქმედების შედეგები და შეიმუშაონ
შესაბამისი სტრატეგიები. ასეთი მიდგომით კი უზრუნველყონ ტურიზმის მდგრადი
განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ახალისებს ყველა დაინტერესებული
მხარეს შორის მონაცემთა გაცვლის პროცესს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ
გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ინოვაციური ტურისტული
სერვისებისა და პოლიტიკის შემუშავებას.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.t4bs.eu/
პროექტი მხარდაჭერილია ევრო-კავშირის საზღვაო საკითხთა და მეთევზეობის
ფონდის მიერ