მამუკა ბერძენიშვილი

:
: 0
: 2021-03-22 00:00:00
: https://www.linkedin.com/in/mamuka-berdzenishvili-634042148/

მამუკა ბერძენიშვილს ტურიზმის სექტორში 15 წლიანი გამოცდილების
მანძილზე ეკავა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პოზიციები კერძო, საჯარო და
საერთაშორისო ორგანიზაციებში. მან მაგისტრის ხარისხი მიიღო ჩეხეთში.
როგორც ტურიზმის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი
დირექტორი, მამუკა ხელმძღვანელობს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს,
როგორიცაა შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის ეროვნული ცენტრი
(CMA), ტურიზმის გადასახადის შესწავლა და ადვოკატირების კამპანია
საქართველოში, ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის და სხვა. .
მამუკა სხვადასხვა დროს იყოს ტურიზმის ადგილობრი ექსპერტი მსოფლიო
ბანკისა და ევროკავშირის პროექტებში. ის ასევე არის მნიშვნელოვანი
კვლევის ავტორი საქართველოს ტურისტული კანონმდებლობის შესახებ.
მას ეკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა აჭარის ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტში, მათ შორის გახლდათ აღნიშნული
დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. მამუკას წლების განმავლობაში

მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა რეგიონალური ტურისტული
ინდუსტრიის ლანდშაფტის ფორმირებაში. მის მიერ განხორციელებული
პროექტებიდან აღსანიშნავია აჭარის რეგიონის ციფრული მარკეტინგის
სტრატეგია, სოფლის ტურიზმის განვითარება აჭარის მაღალმთიანეთში,
ტურიზმის სტატისტიკის სტრატეგია, ბათუმის საკრუიზო ტურიზმის
განვითარების სტრატეგია და სხვა.
ამასთანავე, მამუკა გახლავთ ციფურლი მარკეტინგის სააგენტო "შინდის"
თანადამფუძნებელი, რომელიც უკვე დაეხმარა 200-ზე მეტ ადგილობრივ
ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მცირე და საშუალო ბიზნესებს (SMEs)
ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების დანერგვაში.
მამუკა ცხოვრობს ბათუმში, სადაც ტურიზმთან დაკავშირებულ ცოდნას
ადგილობრივ უნივერსიტეტებში ავრცელებს.

ლევან ქოქიაშვილი

Davit Makharadze

Sophiko Gotua